logo
ENG



ფიონა ჰილმა საქართველოს მთავრობის რუსეთთან მიმართებაზე ისაუბრა

03 თებ 202213:47
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა ფიონა ჰილმა ვაშინგტონში ევროპის უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე თქვა, რომ რუსეთის ზეწოლის შედეგად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს მოსკოვთან ან ახლო ურთიერთობა აქვთ ან მოსკოვთან მიმართებით ნეიტრალური, მარგინალური სტატუსი აქვთ, რის ერთ-ერთ მაგალითად ჰილმა საქართველო მოიყვანა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთთან მიმართებაში დამფრთხალია. ასევე, ჰილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას რუსეთი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის გამაფრთხილებლად იყენებს.

"პირველ რიგში, მოსკოვმა რეგიონში თავი წარმოაჩინა როგორც დომინანტურმა პოლიტიკურმა ძალამ და ევრაზიაში უსაფრთხოების გარანტორმა. ახლანდელ უკრაინასთან შედარებით, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ამ დროისთვის, რუსეთის ზეწოლის შედეგად, მოსკოვთან ან ახლო პოლიტიკურ ურთიერთობაში არიან ან უფრო ნეიტრალური, მეორეხარისხოვანი მარგინალური სტატუსი აქვთ.

როგორც რამდენიმე მაგალითი, თქვენ უკვე ახსენეთ მოლდოვა და სხვა ქვეყნები, თუმცა, მე უბრალოდ გასული რამდენიმე წლიდან მაგალითებს მოვიყვან. საქართველოში, 2008 წელს რუსეთის შეჭრიდან 14 წელი გავიდა. საქართველოს ახლანდელი მთავრობა ვიტყოდი, რომ უფრო დამფრთხალია ვიდრე აქამდე ყოფილა. ახლანდელი მთავრობა, წინამორბედებთან შედარებით, რუსეთან მიმართებით უფრო ფრთხილობს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მოსკოვს ყოველთვის ეკლად ესობოდა, ახლა თბილისის ციხეშია. ის საქართველოში 2021 წლის ოქტომბერში წინდაუხედავად დაბრუნდა . რუსეთისთვის [სააკაშვილის პატიმრობაზე] პირდაპირი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მტკიცებულება არ არსებობს, მაგრამ რუსეთის ოფიციალური პირები სააკაშვილს და მისი ბედს, დანარჩენი რეგიონისთვის, მათ შორის უკრაინისთვის, გამაფრთხილებელ ამბად იყენებენ" - თქვა ფიონა ჰილმა.


close დახურვა