logo
ENG



ფიჯის სასამართლომ აშშ-ს ნება დართო, დააკავოს იახტა, რომელიც სავარაუდოდ კერიმოვს ეკუთვნის

03 მაი 202222:00
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/2fco7z8uieyv32c.jpg

ფიჯის სასამართლომ აშშ-ს ნება დართო, დააკავოს იახტა, რომელიც სავარაუდოდ რუს ოლიგარქს, სულეიმან კერიმოვს ეკუთვნის. 

12 აპრილს ფიჯის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ დააკავა სუპერიახტა Amadea, რომელიც კერიმოვისაა და რომელსაც აშშ-მ, ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციები დაუწესა.

იახტის ოფიციალური მფლობელის, კომპანია Millemarin Investments-ის იურისტები ამტკიცებდნენ, რომ ის რეალურად ეკუთვნის არა კერიმოვს, არამედ სხვა რუს ოლიგარქს, ედუარდ ხუდაინატოვს, რომელიც ჯერ კიდევ არ მოქცეულა სანქციების ქვეშ.

სუპერიახტა Amadea-ს აქვს ვერტმფრენის მოედანი, საცურაო აუზი, კინოდარბაზი და მისი ფასი მინიმუმ 300 მილიონი აშშ დოლარია. 


close დახურვა