ფიჯის ხელისუფლებამ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად სანქციების დარღვევისა და კორუფციული კავშირების გამო დააკავეს რუსი ოლიგარქის სულეიმან კერიმოვის იახტა დააკავა.
იახტა სახელად Amadea მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გემია, ის 105 მეტრის სიგრძისაა და დაახლოებით 300 მილიონი დოლარი ღირს. Amadea ფიჯის ქალაქ ლაუტოკას ნავმისადგომში დააკავეს.
აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დეპარტამენტს სურს ცხადჰყოს, რომ „იმ კრიმინალების ქონებისთვის, ვინც რუსულ რეჟიმი დაუშვა დასამალი ადგილი არ არსებობს“.
კერიმოვი კომპანია გაზპრომის ნაწილობრივი მფლობელი და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია.
სახელმწიფო დეპარტამენტი კერიმოვს იმ ოლიგარქების ჯგუფის ნაწილად ასახელებს, ვინც რუსეთის სახელმწიფოდან კორუფციული გზებით იღებს სარგებელს და მსოფლიოსთვის დამაზიანებელ ქმედებებში, მათ შორის ყირიმის ოკუპაციაში მონაწილეობდა.