ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კალათბურთელი პარლამენტარის ვიქტორ სანიკიძის კომპანიას სახელმწიფო ქონება, 50 წლით, სრულიად უფასოდ გადაუფორმეს. კერძოდ, ფლანგვის დეტექტორის ცნობით, საუბარია 12,858 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწასა და მასზე განთავსებული 6,481 კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობაზე.
ფლანგვის დეტექტორი წერს, რომ შენობა თბილისში, საბურთალოს რაიონში, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დასახლებაში მდებარეობს.
კომპანია შპს ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემია პარლამენტარმა 2020 წელს დააარსა, ხოლო სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება დაარსებიდან 9 თვის შემდეგ გაუფორმდა.