logo
ENG



ფლანგვა: ღარიბაშვილის FACEBOOK გვერდის რეკლამაში ბოლო 1 თვეში 26 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა

16 ივნ 202217:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/16/cjwsncgviy4m4de.png

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის Facebook გვერდის რეკლამაში ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჯამში, დაახლოებით $7600 დახარჯა, რაც ამ პერიოდში არსებული დოლარის კურსის მიხედვით 26,810 ლარია.

ორგანიზაციის ცნობით, ბოლო ორ წელიწადში ღარიბაშვილის Facebook გვერდის დაპონსორებაში $135,655 დაიხარჯა.

"ღარიბაშვილის გვერდი $100-ზე ნაკლებს ხარჯავს, რათა საზოგადოებამდე მიიტანოს მოვლენები, როგორიცაა მისი ვიზიტი ბრიუსელში და შეხვედრა ევროპარლამენტარებთან. 2020-2022 წლებში პრემიერმინისტრის facebook გვერდის დასპონსორებაში ჯამში $135,655 დაიხარჯა, საიდანაც $66,069 საქართველოს მთავრობამ, ხოლო $20,258 თავდაცვის სამინისტროს სტრატკომმა გადაიხადა"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა