logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: თბილისის მერიამ ეკოლოგიის პროგრამის ბიუჯეტიდან ₾27 მილიონი ვერ აითვისა

12 სექ 202221:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/12/olhu7t4xfske6sp.jpg

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ეკოლოგიის პროგრამის ბიუჯეტიდან ₾27 მილიონი ვერ აითვისა.

ორგანიზაციის ცნობით, ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის გამოყოფილი 106 მილიონი ლარიდან თბილისის მერიამ მხოლოდ 78 მილიონის ათვისება შეძლო.

"მერიას აუთვისებელი დარჩა გამწვანებისა და დასუფთავებისთვის გამოყოფილი თანხის დიდი ნაწილიც. თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებელი დღემდე განუსაზღვრელია. სახალხო დამცველის დასკვნით საზოგადოებას არ აქვს საკმარისი წვდომა გამწვანებულ საჯარო სივრცეზე. შვეიცარიული IQAir-ის მიხედვით, საქართველო ჰაერის დაბინძურების მსოფლიო სტატისტიკაში 42-ე ადგილს იკავებს"- ნათქვამია ინფორმაციაში.


close დახურვა