logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: კორუფციაზე გასამართლებულმა შპს-მ 2013 წლიდან ტენდერებით 42 მლნ მიიღო

15 იან 202120:50
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/15/k6pwtyldtm6iu2g.jpg

კვლევითი ორგანიზაციის "ფლანგვის დეტექტორი" ინფორმაციით, შპს "გრინსერვისი +"-ს 2013 წლიდან დღემდე ტენდერების გზით დაახლოებით 41 256 287 ლარი აქვს მიღებული, ხოლო გამარტივებული შესყიდვებით - 582 409 ლარი. "ფლანგვის დეტექტორში" აცხადებენ, რომ შპს "გრინსერვის +" -მა მხოლოდ 2020 წელს 5 ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა და აქედან 12 040 521 ლარი მიიღო.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს "ქართულმა ოცნებამ" კომპანიის დამფუძნებლები - ლაშა ფურცხვანიძე და ტარიელ კიკნაძე - კორუფციულ სქემაში ჩართულობის ბრალდებით გაასამართლა.

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, შპს "გრინსერვისი +" 2010 წელს ლაშა ფურცხვანიძის, კობა ხარშილაძისა და ტარიელ კიკნაძის მიერ დაფუძნებული კომპანია. შპს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც დამფუძნებლების მეორე კომპანია - შპს გრინსერვისი - ტენდერების შავ სიაში შეიყვანეს.

"ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი კორუფციული სქემების მიუხედავად, რომელშიც მათი თქმით დასტურდებოდა შპს "გრინსერვის +"-ის დამფუძნებლების ჩართულობა კორუფციაში, სახელმწიფო უწყებებმა უპრობლემოდ განაგრძეს კომპანიასთან თანამშრომლობა - კერძოდ:

გრინსერვისი +-ს 2013 წლიდან დღემდე 222 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 42%-ში გაიმარჯვა და მოგებული კონტრაქტების საერთო სავარაუდო ღირებულებამ 41 256 287 ლარი შეადგინა", - ნათქვამია კვლევითი ორგანიზაციის განცხადებაში.

 


close დახურვა