ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს შორის 13 მილიონერია, გასულ 2021 წელს კი მათგან 4-ს მიკროფონი არც ჩაურთავს.
2021 წელს პარლამენტში 62 პლენარული სხდომა გაიმართა, სხდომებზე 409 კანონის პროექტი განიხილეს.
თუმცა 2021 წელს მმართველი პარტიის დეპუტატების თითქმის ნახევარს, 45%-ს სიტყვის უფლებით 10-ჯერაც კი არ უსარგებლია.
პარლამენტარის ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურება 4 624 - 6 740 ლარია.
2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად დაახლოებით 187 მილიონი ლარი გამოიყო, რისი 53% შრომის ანაზღაურებაში დაიხარჯა.
მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება:
- ვასილ ჩიგოგიძე - 0
- ირაკლი ხახუბია - 0
- ვიქტორ ჯაფარიძე - 0
- ელგუჯა გოცირიძე - 0
- ისკო დასენი - 2
- გოჩა ენუქიძე - 2
- ზაალ დუგლაძე - 3
- პაატა კვიჟინაძე - 7
- ანტონ ობოლაშვილი - 8
- გიორგი ამილახვარი -16
- თამარ ტალიაშვილი - 26
- ბექა ოდიშარია - 27
- ნინო წილოსანი - 116
მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც 2021 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი, ასეთია:
- ელგუჯა გოცირიძე;
- ედიშერ თოლორაია;
- სუმბატ კიურეღიანი;
- სამველ მანუკიანი;
- ზაალ მიქელაძე;
- დიმიტრი სამხარაძე;
- ლევან ქარუმიძე;
- გოდერძი ჩანქსელიანი;
- ვასილ ჩიგოგიძე;
- ირაკლი ხახუბია;
- ვიქტორ ჯაფარიძე.