logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: პრემია-დანამატების სიდიდით უწყებებს შორის შსს 1-ლ ადგილს იკავებს

09 ნოე 202015:39
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/09/o87re5cyzjw3990.jpg

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, გაცემული პრემია-დანამატების სიდიდით სახელმწიფო უწყებებს შორის შსს პირველ ადგილს იკავებს.

პრემია-დანამატები გამოუძიებელი დანაშაულების და ძალის გადამეტების შემთხვევების პარალელურად იზრდება.

ორგანიზაციის მოკვლევით, 2018-2019 წლებში შსს-მ მხოლოდ პრემია-დანამატებზე 167.6 მილიონი ლარი დახარჯა და 2019-ის მაჩვენებელი წინა წელს 22 მილიონით აღემატებოდა.

შსს-ს მიერ მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატები მეტია, ვიდრე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების წლიური დაფინანსება.


close დახურვა