logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: სახელმწიფოს წლებია საბავშვო ატრაქციონები რუსეთიდან ჩამოაქვს

11 ივლ 202408:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/11/rclrqixrr67dqdo.png

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სახელმწიფოს წლებია, პარკებისთვის და სკვერებისთვის საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები რუსეთიდან ჩამოაქვს.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, მხოლოდ 2014-2024 წლებში, შპს ჯეო პარკს თითქმის ₾17 მილიონი გადაუხადეს რუსეთიდან ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად.

"საქართველოს მთავრობას არც მაშინ შეუჩერებია რუსული პროდუქციის ყიდვა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან ₾2.5 მილიონი დაიხარჯა. სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა", - წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


close დახურვა