logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: ფინანსთა სამინისტრომ თებერვლიდან ივნისამდე 29 777 ლარის საწვავი მოიხმარა

12 იან 202111:20
3 წუთის საკითხავი
 
ფლანგვის დეტექტორი: ფინანსთა სამინისტრომ თებერვლიდან ივნისამდე 29 777 ლარის საწვავი მოიხმარა

ფლანგვის დეტექტორის მოკვლევით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მინისტრმა, მისმა მოადგილეებმა და თანამშრომლებმა პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, 2020 წლის თებერვლის, მარტის, აპრილისა და მაისის თვეებში 16 624 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რამაც 29 777 ლარის ღირებულება შეადგინა.

გამოდის, რომ თითოეულ თვეში სამინისტროს თანამშრომლები საშუალოდ 4,156 ლიტრ საწვავს მოიხმარდნენ, რაც საშუალოდ თვეში 7,444 ლარს შეადგენდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რა დროსაც დაწესდა შეზღუდვები, მათ შორის კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობამ ქვეყანაში 23 მაისამდე გასტანა, ამ პერიოდის განმავლობაში სხვა რაღაცებთან ერთად, მათ შორის აკრძალული იყო მანქანით გადაადგილება.

ფლანგვის დეტექტორმა ასევე გაარკვია, რამდენი საწვავი მოიხმარა და ამაში რა გადაიხადა ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში - 35 165 ლიტრი საწვავი, რაც 62 539 ლარის ღირებულების იყო.

გამოდის, რომ სამინისტრომ იანვარში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თითქმის ანალოგიური რაოდენობის - 18 541 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაც ზემოთ აღნიშნული დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში.


close დახურვა