logo
ENG



ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ობამა ვიდეო მიმართვას ავრცელებს

04 ივნ 202008:52
3 წუთის საკითხავი
 

ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბარაკ ობამა ვიდეო მიმართვას ავრცელებს. შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა მერებს რეფორმების გატარებისკენ და ძალის გამოყენების პოლიტიკის გადახედვისკენ მოუწოდა.

ობამამ განმარტა, რომ ქვეყნის ფერადკანიან მოსახლეობას აქვს უფლება იცხოვრონ და დაუშვან შეცდომები ისე, რომ არ უწევდეთ ნერვიულობა თუ რა დაემართებათ.

შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ის ახალგაზრდებიც შეაქო, რომლებიც პროტესტის მშვიდობიან ფორმას მიმართავენ. ვიდეომიმართვისას ბარაკ ობამას პრეზიდენტი ტრამპი არ უხსენებია. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას გამოეხმაურა შეერთებული შტატების 39-ე პრეზიდენტიც და თქვა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის დრო ამოიწურა.  


close დახურვა