logo
ENG



ფლორიდაში დამანგრეველი შტორმის შედეგებს ებრძვიან

11 ოქტ 202420:24
3 წუთის საკითხავი
 

ფლორიდაში დამანგრეველი შტორმის შედეგებს ებრძვიან. ბოლო მონაცემით, ქარიშხალმა მილტონმა 16 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სტიქიის ზონიდან მაშველებმა ათასზე მეტი ადგილობრივი გამოიყვანეს. მილიონობით ადამიანმა კი  საკუთარი სახლები მანამდე დატოვა, ვიდრე შტორმი შტატის ტერიტორიას მიაღწევდა. დახურულია აეროპორტები. სამ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტრო მომარაგების და სასმელი წყლის გარეშეა. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიარდ დოლარს აღწევს. 

 


close დახურვა