ფლორიდაში ყოველწლიური ფესტივალი საზეიმო და თეატრალიზებული მსვლელობით დასრულდა.
ქი ვესტის ისტორიულ უბანში ფესტივალის ბოლო დღეს, სხვადასხვა კოსტუმში გამოწყობილმა მოზეიმეებმა ცეკვით ჩაიარეს. მსვლელობაში სულ 40 ჯგუფი მონაწილეობდა. ისინი ცნობილ მუსიკოსებს განასახიერებდნენ.
სანახაობას 600 ათასზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს. ეგრეთ წოდებული „ქუჩის ფესტივალი“ ქი ვესთში ყოველწლიურად იმართება და ქალაქის ბიუჯეტს 30 მილიონი დოლარით ავსებს.