ფლორიდის საზღვაო ავიაციის ბაზაზე თავდასხმა საუდელმა სტუდენტმა მოაწყო, რომელიც შეერთებულ შტატებში წვრთნას გადიოდა.
ბოლო მონაცემებით, სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 8 კი დაშავდა. ადგილზევე მოკლეს თავდამსხმელიც. გამოძიება ახლა იმის დადგენას ცდილობს, უკავშირდება თუ არა მომხდარი ტერორიზმს.
სროლის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთის მეფეს ტელეფონით ესაუბრა. დონალდ ტრამპის თქმით, მონარქმა თავდასხმას ბარბაროსული უწოდა. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკულ მხარეს გამოძიებაში დახმარებასაც დაჰპირდა.