ფოთის პორტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, საქმე ნარკოდანაშაულს ეხება.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, ტერმინალის დახურულ ტერიტორიაზე კი ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, კერძოდ, ჰეროინი.
ფორმულა დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.