logo
ENG



ფოთის სამკერვალო ფაბრიკის 56 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

14 ოქტ 202013:06
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის სამკერვალო ფაბრიკის 56 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას, განცხადებით, ტესტი 400 თანამშრომელს ჩაუტარდა.

მისივე ინფორმაციით, ჯამში, დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 91 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

91 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლენილ 680 შემთხვევაში არ შედის.


close დახურვა