ფოთის ცხელების ცენტრში სამი პაციენტი იმყოფება. 50 წლის ქალი, რომელიც ოკუპირებული გალიდან შეიყვანეს, 33 წლის ახალგაზრდა ქალი ფოთიდან, რომელიც ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია და ერთი პაციენტი ქობულეთიდან.
ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ. მედიკოსების თქმით, მათ გრიპის სიმპტომები აქვთ და დაკვირვების ქვეშ რჩებიან. კლინიკური დაკვირვებისა და ანალიზების შედეგად გადაწყდება, გაიგზავნება თუ არა მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში.
„გალიდან ქალი შემოყვანილია რესპირატორული ჩივილებით, მისი მდგომარეობა არის სტაბილური. ქობულეთიდან პაციენტს აქვს ცხელება. ფოთიდან ბანკის თანამშრომელსაც აქვს მხოლოდ ცხელება და მისი მდგომარეობა სტაბილურია", - ამბობს თეა მიგინეიშვილი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა - აქედან 46 პაციენტი გამოჯანმრთელებულია, გარდაიცვალა სამი მათგანი.