ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში გუშინ საღამოს მაღალი ტემპერატურით 84 წლის ქალი მოათავსეს. ცნობილია, რომ ის რუსეთიდან 13 მარტს დაბრუნდა.
კორონავირუსის სიმპტომებიდან პაციენტს მხოლოდ ცხელება აღენიშნება. ვირუსის დასადგენად აღებული ანალიზი საბოლოო პასუხისთვის ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.