ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ დედასა და შვილს კლინიკურად კოვიდ-19 ისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოჩნდათ. ისინი ზუგდიდიდან ფოთში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ყველა იმ პაციენტს, რომლებიც ცხელების ცენტრში იმყოფებოდნენ, არც კლინიკურად და არც ლაბორატორიული კვლევის შედეგად კოვიდ 19-ი არ დაუდასტურდათ. პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან სულ 4 პაციენტი ელოდებოდა.
ფოთში თვითიზოლაციაში 23 ადამიანია, საკარანტინო სივრცეში კი - 5.