ფოთში, ხობსა და სენაკში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მურთაზ ზოდელავა იქნება. ინფორმაცია ფორმულას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
აღნიშნულ ოლქში კენჭს მმართველი პარტიიდან ირაკლი ხახუბია იყრის, ხოლო ევროპული საქართველოდან - გიგა ბოკერია.
ინფორმაცია ფოთი/ხობი/სენაკის ოლქში ზოდელავას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობის შესახებ პირველად ფორმულამ გაავრცელა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.