logo
ENG



ფოთში, სადაც ბოკერიაც იყრის კენჭს, ენმ-მა, შესაძლოა, მურთაზ ზოდელავა წარადგინოს

29 აგვ 202012:34
3 წუთის საკითხავი
 
fnw2jgprzpsfejn.jpg

"ფორმულას" ინფორმაციით, ნაციონალური მოძრაობიდან ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარად, შესაძლოა, მურთაზ ზოდელავამ იყაროს კენჭი. ინფორმაციას თავად პარტია არც ადასტურებს, არც უარყოფს.

"განხილვა ბევრ კანდიდატზე მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის", - განუცხადეს "ფორმულას" ნაციონალურ მოძრაობაში. 

ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარ კანდიდატებად ასევე წარდგენილები არიან: გიგა ბოკერია - ევროპული საქართველოდან და ირაკლი ხახუბია - ქართული ოცნებიდან. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა