logo
ENG



ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში შესაძლოა აგრარული ბაზრები დაიხუროს

04 აპრ 202014:25
3 წუთის საკითხავი
 
27xepxiltklgcw9.png

სამეგრელოს რეგიონის სამ ქალაქში - ფოთში, ზუგდიდსა და სენაკში - შესაძლოა აგრარული ბაზრები დაიხუროს. ამის შესახებ განცხადება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ფოთში გააკეთა.

მისი თქმით, მხოლოდ დისტანციის დაცვა არ აღმოჩნდა საკმარისი პრევენციული ზომების მიღებისთვის, რადგან არსებობს საფრთხე ნაღდი ფულით ინფიცირებისა.

გუბერნატორი დღეს ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში იმყოფებოდა, სადაც გუშინ გვიან ღამით 2 პაციენტი შეიყვანეს, რომლებსაც მწვავე რესპირატორული სიმპტომები აქვთ. აღენიშნებათ ცხელება და ყელის ტკივილი, ერთ-ერთ მათგანს აქვს ორმხრივი პნევმონია და ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საყურადღებოა. ორივე პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში.


close დახურვა