logo
ENG



ფოთში 99 ექიმს კოვიდ 19-ზე ტესტი ჩაუტარდა - ყველა პასუხი უარყოფითია

01 მაი 202010:10
3 წუთის საკითხავი
 

სამედიცინო პერსონალს ფოთში კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიაში ფოთიდან 29 ანალიზი გადაიგზავნა, მათგან 26 მედპერსონალი იყო, სამი პაციენტის ანალიზის პასუხი კი დღეს გახდება ცნობილი.

ფოთში 99 ექიმი უკვე ტესტირებულია, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, რომ ტესტირება გეგმურად იმ ექიმებს უტარდებათ, რომელთაც შეხება პოტენციურ ინფიცირებულებთან აქვთ. 

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა მხეიძის განცხადებით, ამ დროისთვის საკარანტინე რეჟიმში არც ერთი პირი არ იმყოფება.

„99-ს გაუკეთდა ჯერჯერობით და ყველა უარყოფითია. ვისაც უშუალოდ შეხება აქვთ კოვიდინფიცირებულებთან იმათ ყოველ 14 დღეში ერთხელ გადაუმოწმდებათ. 3 იყო საკარანტინე რეჟიმში და სამივე გამოსულია“, - განაცხადა მხეიძემ. 

შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან  184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. 


close დახურვა