ფოთში არსებულმა საწარმომ „აჭარა ტექსტილმა“ პირბადეების წარმოება დაიწყო. საწყის ეტაპზე საქართველოში დამზადებული პირბადეები უსასყიდლოდ მათ გადაეცემათ, ვისაც სამსახურეობრივი მოვალეობის გამო სხვადასხვა ადამიანებთან უწევთ კონტაქტი.
არსებული ინფორმაციით, პირბადეები დამზადდება ისეთის მასალისგან, რომელიც შეთანხმებული არის ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება. პირველ ეტაპზე ეს იქნება დოლბანდისაგან დამზადებული პირბადეები, რომლებიც პოლიპროპილენის პირბადეებისაგან განსხვავებით საყოფაცხოვრებო გამოყენების დროს, შესაძლებელი იქნება მისი მრავალჯერ გამოყენება და გარეცხვა. საწარმოში დღეს ეკონომიკის მინისტრი იმყოფებოდა.
„საქართველოში, სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში ვიწყებთ ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და ლუგარის ლაბორატორიაში გაიარა შემოწმება. პირველ ეტაპზე ეს არის დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.