logo
ENG



ფოთში მოკლული კაცის მამა მისი შვილის კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს არ გამორიცხავს

03 ივლ 202014:21
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში მოკლული კაცის მამა „ფორმულასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ის და მისი შვილი გუშინ საღამოს სამძიმარზე იმყოფებოდნენ, სადაც მათ 10 ადამიანი თავს დაესხა. ფიზიკური დაპირისპირების ნაკვალევი გარდაცვლილის მამას სახეზეც აღენიშნება. ის აცხადებს, რომ უცნობმა ადამიანებმა მისი შვილი მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ოჯახი მამაკაცს 3 საათის განმავლობაში ეძებდა. გარდაცვლილი კაცის მამას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა გახდა დაპირისპირების მოტივი, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ მის შვილს წარსულში. ე.წ. კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირი ჰქონოდა. 

„ჩემი შვილი წაიყვანეს მაგრამ ვინ არიან არ ვიცი. 5 თუ 6 ადამიანი იყო. არაფერი არ უთქვამთ, გადმოვარდნენ, თავიდან სპეცნაზი მეგონა. შეიარაღებულები იყვნენ ხელკეტებით. მე ვიჯექი წინ, შვილი იჯდა უკან. მანქანა რომ მოადგა, ვერ გავაღე კარები, რომ გადმოვსულიყავი და ის წაიყვანეს“, - განაცხდა მოკლულის მამამ. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა