logo
ENG



ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

05 ივლ 202017:09
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში 45 წლის კაცის სასტიკი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა კიდევ ერთი, მეოთხე ადამიანი დააკავეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათ დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

როგორც დაკავებულის ახლობლები აცხადებენ, დაკავებამდე მიმდინარეობდა ჩხრეკა. ისინი ფოთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავებულის კავშირს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ გაუგებარია, რას ედავებიან მას სამართალდამცველები. 

გარდაცვლილის მამა ადასტურებს, რომ მის შვილს წარსულში კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა ურთიერთობა და მათთან უთანხმოებაც მოუვიდა. ის მისი შვილის მკვლელობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს.

45 წლის კაცი, სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა. ის გაიტაცეს და სცემეს. მიყენებული დაზიანებების შედეგად კაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.


close დახურვა