ფოთში სავაჭრო ობიექტები მუშაობას წყვეტენ. ამის შესახებ განცხადება ქალაქის მერმა გოჩა კურდღელიამ გააკეთა.
კურდღელიას თქმით, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებისა და საქართველოს მთავრობის მითითებების შესაბამისად ის ობიექტები, რომელთა ფუნქციონირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, დროებით შეწყვეტენ მუშაობას.
მუშაობას შეაჩერებენ როგორც სილამაზის სალონები, ასევე სამეურნეო მაღაზიები. შეუფერხებლად მხოლოდ სურსათის მაღაზიები იმუშავებენ. რაც შეეხება აგრარულ ბაზარს, მისი დაკეტვის საკითხი ჯერ ჯერბობით დღის წესრიგში არ დგას.