ფოთში ჩვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დედას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურატურის ცნობით, 10 თებერვალს ფოთში ქალმა განზრახ მოკვლის მიზნით მისი ახალშობილი შვილი გაგუდა, შემდეგ კი საკანალიზაციო მილში მოათავსა.
ჩვილის ცხედარი 14 თებერვალს იპოვეს. იმავე დღეს დააკავეს ბავშვის დედა.
ბრალი მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.