logo
ENG



ფოთში ძლიერმა ქარმა საახალწლო ნაძვის ხე დააზიანა

11 იან 202317:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/11/oibsmvmwgirqq6x.jpg

ფოთში ძლიერმა ქარმა ცენტრალურ მოედანზე განთავსებული საახალწლო ნაძვის ხე დააზიანა. ქარმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ელექტრო ბოძებიც. ქალაქის ნაწილს ელექტრო მომარაგება შეზღუდული აქვს.

ხის წაქცევის შედეგად დაშავდა ფოთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის თანამშრომელი. მას, სავარაუდოდ, მენჯ-ბარძაყისა და ხელის მოტეხილობები აქვს. დაშავებული ქუთაისის საავადმყოფოში გადაჰყავთ. ფოთის მერია ძლიერი ქარის გამო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.

უამინდობაა დედაქალაქშიც - ყინვისა და ნალექის გამო, ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა. მერიის ცნობით, ქალაქის ქუჩებში ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ თუ ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავონ ავტომანქანით გადაადგილებისგან.


close დახურვა