logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: რუსეთმა EU-ს 12 ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირა ან შეუწყვიტა

30 ივლ 202222:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/30/pltd1r3i4hl9o8t.jpeg

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთმა ევროკავშირის 12 ქვეყანას გაზის მიწოდება შეუმცირა ან შეუწყვიტა.

ამასთან, როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლექტიური შეთანხმება გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროკავშირს ზამთრამდე მარაგების შევსებაში დაეხმარება.

"ჩვენ უნდა მოვემზადოთ რუსეთის გაზის დიდი შემცირებისთვის ან საერთოდ შეწყვეტისთვის. ახლა ევროკავშირი კომუნიკაციას აწარმოებს უფრო სანდო პარტნიორებთან. ევროკავშირი იღებს სულ უფრო მეტ გაზს ნორვეგიიდან, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და კასპიის ზღვის რეგიონიდან და შედეგები უკვე თვალსაჩინოა", - თქვა მან.

გარდა ამისა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ EU-ს წევრი ქვეყნების რუსეთისგან გაზის შესყიდვა 2-ჯერ შემცირდა.

"ომამდე რუსული გაზის იმპორტი შეადგენდა 40%-ს, ახლა 20%-ს...ვერავინ მოსთხოვს ევროპულ ეკონომიკას [რუსული] გაზის იმპორტი ერთ საათში შეამციროს", - აღნიშნა ბორელმა.

ევროკომისიამ 26 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება გაზის მოხმარების 15%-ით ნებაყოფლობით შემცირებაზე, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1-ელი აგვისტოდან შევა და 2023 წლის 31 მარტამდე იმოქმედებს. რუსული გაზზე უარის თქმა უკრაინაში შეჭრასა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყებას უკავშირდება. 

 


close დახურვა