logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში

13 იან 202321:28
3 წუთის საკითხავი
 
ფონ დერ ლაიენი: უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შვედეთში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ "უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში".

ფონ დერ ლაიენმა თებერვლის დასაწყისში ევროკომისიის კოლეგიის უკრაინაში ვიზიტი დააანონსა.

"უკრაინა შთამბეჭდავად ამბიციური, ძლიერი და სწრაფია შედეგების მიღწევაში. ეს ძალიან კარგია. ამ პროცესის მხარდასაჭერად, კოლეგია უკრაინას თებერვლის დასაწყისში ეწვევა. გვექნება კოლეგია-მთავრობის შეხვედრა, რათა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე მუშაობა გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ", - თქვა მან პრესკონფერენციაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ვიზიტის თარიღი არ დააკონკრეტა. მან თქვა, რომ ეს შეხვედრა იქნება კარგი პუნქტი, რათა გაღრმავდეს მუშაობა დღის წესრიგში მყოფ სხვადასხვა თემაზე.

"ეს [შეხვედრა] ძალიან კარგი პუნქტი იქნება, რათა დღის წესრიგში არსებულ სხვადასხვა თემაზე [მუშაობა] გავაღრმაოთ და უფრო ინტენსიური გავხადოთ. ეს აჩვენებს, რამდენად მოცულობითია ჩვენი დღის წესრიგი", - აღნიშნა მან.


close დახურვა