logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩარჩო მარტში გადაეცემა

24 თებ 202421:15
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/24/125mcjh4fqrarmr.jpg

ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩო მარტში გადაეცემა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, გაერთიანება 2024 წლის მარტის შუა რიცხვებში დაიწყებს უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისობის სკრინინგს ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიმართებაში, რაც გაწევრიანების მოლაპარაკებების ოფიციალური დასაწყისის წინა პროცესია.

"მარტის შუა რიცხვებში უკრაინას მოლაპარაკებების ზოგად ჩარჩოს შევთავაზებთ. მოგიწოდებთ, შეასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაციები", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მანამდე, ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩო ივნისის დასაწყისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნებამდე არ იქნებოდა მზად.

ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო.


close დახურვა