logo
ENG



ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსული ნავთობის აკრძალვაზე უნგრეთთან პროგრესს მიაღწიეს

10 მაი 202211:34
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/10/unv7ggarmh9mmo5.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მიაღწია პროგრესს უნგრეთის პრემიერმინისტრთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის მასშტაბით რუსული საწვავის შესაძლო აკრძალვის შესახებ.

"პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანთან დისკუსია დაგვეხმარა, გაგვერკვია საკითხები, რომლებიც სანქციებთან და ენერგოუსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. უნგრეთთან მოლაპარაკებებში პროგრესს მივაღწიეთ, თუმცა საჭიროა შემდგომი მუშაობა", - დაწერა ტვიტერზე ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი არ დაუჭერდა მხარს ევროკავშირის სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს მოიცავდა.


close დახურვა