logo
ENG



ფონდ კურაციოს წარმომადგენელი: ეპიდემიის შეჩერებას ვერ მოვახერხებთ

23 აპრ 202020:13
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის გავრცელების გარდატეხისგან საქართველო ჯერ შორსაა, მომდევნო ათ დღეში კი შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000 გადააჭარბოს , - ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღდგომის დღესასწაულზე სოციალური დისტანციის მასობრივი დარღვევა არ მომხდარა. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, ეპიდსიტუაციის მართვის შესახებ მკვლევართა ჯგუფის მოსაზრებებს აქვეყნებს. 

კვლევაში ნათქვამია, რომ ეპიდემიის ზრდის არსებული ტემპი თვითკმაყოფილების საფუძველს საზოგადოებას არ უნდა აძლევდეს. 

როგორც საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ წარმომადგენელი ივდითი ჩიქოვანი აცხადებს, მთავარია პანდემია ნელი ტემპით გავრცელდეს.

„პირველი საპასუხო ღონისძიება სახელმწიფოს მხრიდან რაც იყო, ამან მნიშვნელოვნად იმოქმედა მობილობაზე და მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება. შემდგომი შემაკავებელი ღონისძიბების გატარებამ ნაკლები ეფექტი მოგვცა. ეპიდემიის შეჩერებას ვერ მოვახერხებთ, ბუნებრივად გაგრძელდება. მთავარია გავრცელდეს ნელი ტემპით. უნდა მივცეთ ინფექციას გავრცელების საშუალება. ბალანსირებულად უნდა შევძლოთ ეს, ეს არის საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელი“, - აცხადებს ჩიქოვანი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 420 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 5 223 მოქალაქე იმყოფება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 584. ვირუსისგან სრულად განიკურნა 111 პაციენტი, 5 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა