
კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 420-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. Covid-19-სგან უკვე 107 მოქალაქე გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5223 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 584. ვირუსს ქვეყანაში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.