logo
ENG



ფონიჭალაში ავარიის დროს დაშავებული მცირეწლოვანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია

16 აგვ 202012:38
3 წუთის საკითხავი
 

ფონიჭალაში ავარიის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმის განცხადებით, მესამე მცირეწლოვნის მდგომარეობა მსუბუქი იყო, ამიტომ ის ბინაზე აგრძელებს მკურნალობას.

"საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 3 ბავშვი შემოვიდა. აქედან ერთს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და მალევე გარდაიცვალა. მეორე პაციენტი, რომელიც ასევე მრავლობითი დაზიანებებით არის, იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. მესამე პაციენტი მსუბუქი იყო და ის უკვე ბინაზე მკურნალობს", - განაცხადა ექიმმა. 

ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა ფონიჭალაში გუშინ ღამით მოხდა. 25 წლის ქალი და მისი 4 წლის შვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ. მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა 7 წლის ბავშვი და კიდევ ერთი ქალი. გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. არსებული ინფორმაციით, ოჯახი ქორწილიდან სახლში უნდა დაბრუნებულიყო, რა დროსაც, ავტომანქანაში ჩასხდომისას, მანქანა დაეჯახათ. კადრები ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან ინფო რუსთავმა გაავრცელა. 


close დახურვა