თბილისი-რუსთავის გადასახვევთან ხანძარი იყო. ხანძრის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
როგორც „ფორმულას“ საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საბურავებს ეკიდა. ხანძარი ლოკალიზებულია.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების მათ შორის, საბურავების ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 400-დან 600 ლარამდე.