ქართული ოცნებიდან ფარმალურად წასული დეპუტატები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას ეხმარებიან და ამბობენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსების "უდიდესი ნაწილი" არასამთავრობოებზეა მიმართული.
ფარმალურად წასული ამბობენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის მკაცრი ჩარჩოების დამდგენ კანონპროექტზე იმუშავებენ.
"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ამერიკული დაფინანსების უდიდესი ნაწილი ენჯეოებზე არის მიმართული, რაც ნიშნავს, რომ ეს ფული არა ჩვენს ქვეყანას, არამედ მათივე აგენტურას ხმარდება. ვფიქრობთ, ღირსების საქმეა, საკუთარი აგენტურის დაფინანსების დამადლების უფლება არავის მივცეთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ უცხოეთიდან ენჯეოების დაფინანსების არსებული პრაქტიკა საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბუნებრივ საფრთხეს ქმნის. ამდენად, ენჯეოების დაფინანსება არათუ არავინ უნდა დაგვამადლოს, პირიქით, ეს დაფინანსება მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა მოექცეს, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ჩვენს წინადადებებს, საუკეთესო დასავლური პრაქტიკის შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოვამზადებთ", - წერია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.
ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.
სენატში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო.
მმართველ გუნდს ფორმალურად გამოყოფილების ანალოგიური შეფასება გააკეთა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც. კობახიძის თქმით, "ნამდვილად არ არის საინტერესო" აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს დახმარების სისტემაზე შესაძლო ცვლილებები, რადგან "ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის NGO-ებზე".