ფორმულას ინფორმაციით, ეპისკოპოს ზენონ იარაჯულს ბრიტანეთის ეპარქიის მართვის კანონიკური უფლება ჩამოერთვა.
გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მედიაში გავრცელებული ცნობები, იმის შესახებ რომ ეპისკოპოსი ზენონი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფაილებისა და მოსმენების გამო უკმაყოფილო იყო და გამოძიების დასრულებამდე ქვეყანაში ჩამოსვლას არ აპირებდა.
ფორმულას ცნობით, ამის შემდეგ საპატრიარქომ მთავარეპისკოპოსი თბილისში დაიბარა, თუმცა იგი საქართველოში არ ჩამოვიდა.
ფორმულა საპატრიარქოსაც დაუკავშირდა, თუმცა კითხვაზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ასევე დავუკავშირდით თავად ზენონ იარაჯულსაც, მაგრამ მან კომენტარისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, ინფორმაცია გარე წყაროებით მანაც მიიღო, მაგრამ ოფიციალური წერილი საპატრიარქოსგან არ აქვს.