logo
ENG



ფორმულა: რამდენიმე მოსამართლეს აშშ-ში წასვლა უნდა - კოლეგების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება

10 აპრ 202320:17
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, რამდენიმე მოსამართლე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრენინგზე წასვლას აპირებს, თუმცა მათზე გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება.

როგორც ფორმულას სასამართლოდან კონფიდენციალურობის დაცვის პირობით უთხრეს, ხსენებულ რამდენიმე მოსამართლეს აიძულებენ პროექტზე უარი თქვან და სანქცირებულებს ამ ფორმით სოლიდარობა გამოუცხადონ.

ფორმულამ გაარკვია, რომ აპლიკანტებს შორის ერთ-ერთი მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილია, რასაც თავადაც გვიდასტურებს. ის არც ამერიკაში წასვლის სურვილს მალავს, თუმცა გავლენიანი კოლეგების მხრიდან ზეწოლას უარყოფს. ფორმულამ კიდევ რამდენიმე აპლიკანტის გვარი გაარკვია. მათ შორის არინა ქუთაისის და ბათუმის სასამართლოების მოსამართლეები.

ფორმულას სატელეფონო ზარებს ისინი არ პასუხობენ. ჩაიშლება თუ არა ამჯერადაც ვიზიტი, როგორც ეს რამდენიმე თვის წინ მოხდა - ეს შეკითხვა ფორმულამ იუსტიციის საბჭოს სანქცირებულ წევრ ლევან მურუსიძეს დაუსვა - აღმოჩნდა, რომ ამერიკული ღირებულებების შემდეგ, მისთვის ფასეული აღარც ამერიკული განათლებაა.

მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი ზეწოლას უარყოფდა რამდენიმე თვის წინაც, როცა ამერიკის საელჩომ ნიკა გვარამიას განაჩენის ავტორი - მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე, პროექტიდან მოხსნა. რამდენიმე დღეში კი 5-მა მოსამართლემ ამერიკაში წასვლაზე უარი თქვა.

როგორი იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ დაგეგმილი პროფესიული ტრენინგის მონაწილეთა საბოლოო სია ეს უახლეს კვირებში გაირკვევა, როცა საელჩო განაცხადებს გადაარჩევს.


close დახურვა