logo
ENG



ფორმულას განახლებული აპლიკაცია - ნახეთ ჩცდ სხვებზე უფრო ადრე

02 აპრ 202020:50
3 წუთის საკითხავი
 

კიდევ ერთი, ექსკლუზიური საჩუქარი „ფორმულასა“ და „ჩემი ცოლის დაქალების“ გულშემატკივრებს. ხვალ ზუსტად საღამოს 8-ის ნახევარზე, მთავარი საიფორმაციო გამოშვების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, „ფორმულას“ განახლებული აპლიკაცია მომხმარებელს საყვარელი სერიალის პირველ საკარანტინო სერიას, სატელევიზიო პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე შესთავაზებს. 

მობილური აპლიკაციის გადმოწერით, „ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სერიების გარდა, ნახავთ ყველაფერს, რაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერშია -  ახალ ამბებს, პოლიტიკურ თოქ-შოუებს, ანალიტიკურ და გასართობ გადაცემებს.  ყველაფერი ერთ აპლიკაციაში საშუალებას მოგცემთ, გამოიწეროთ ის, რაც ყველაზე მეტად გაინტერესებთ.  იპოვეთ „TV Formula“ - თქვენს სმარტ ტელეფონებში. 

 


close დახურვა