აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ფორმულას დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის საქმეც მოხვდა.
ქვეთავში "პრესისა და სხვა მედიის, მათ შორის ონლაინ მედიის გამოხატვის თავისუფლება" ვკითხულობთ, რომ კეზერაშვილის წინააღმდეგ სარჩელი თავდაცვის სამინისტრომ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე შეიტანა სასამართლოში:
"30 სექტემბერს, მუნიციპალურ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, თავდაცვის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რომელიც კრიტიკული ტელეკომპანია ფორმულას წილის მფლობელია. სარჩელით ითხოვდნენ ხუთ მილიონ ევროზე მეტი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) ზარალის ანაზღაურებას, რომელიც ბრალდების თანახმად, სავარაუდოდ კეზერაშვილმა სამინისტროში ყოფნის დროს მიაყენა. ოპოზიციამ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა".