logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, არჩევნებში ჩართული პირებისთვის 7-დღიანი იზოლაცია სავალდებულო იქნება

26 ნოე 202012:11
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, მთავრობა გეგმავს, რომ 28 ნოემბირდან 31 იანვრის ჩათვლით, 7-დღიან თვითიზოლაციაში გადასვლა დაავალდებულოს არჩევნებში ჩარტულ პირებს. კერძოდ, ეს შეიძლება, შეეხოს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს, დამკვირვებლებს, პოლიტიკური პარტიების აქტივს. 

არჩევნების მეორე ტურის დასრულებიდან უკვე ხუთი დღე გავიდა.  კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ თუ თუ არჩევნებში ჩართულ ადამიანებს შორის ინფიცირებულების დიდი რაოდენობა გამოვლინდა, მაშინ აქამდე უნდა გაეკეთებინა ეს მოწოდება. 

"თუ ასეთი მოწოდება იქნება იზოლაციასთან მიმართებში, უნდა იყოს დადასტურებული, რატომ არის საჭირო. თუ იყო დიდი რაოდენობა ინფიცირებულების, მაშინ ხელისუფლების ვალდებულებაა, პირელი ტურის შემდეგ გაეანალიზებინა და მანამდე გაეკეთებინა ეს მოწოდება", - ამბობს კოტე ჩოკორაია. 

შეზღუდვებთან დაკავშირებით ოფიციალურად დღეს, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი. საკოორდინაციო საბჭოს სხდომა 12 საათზე დაიწყო. 


close დახურვა