ფორმულას ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, თანამდებობას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დატოვებს. მის ადგილს ქართული ოცნების მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გიორგი ხელაშვილი დაიკავებს.
კიდევ ერთი მინისტრი, რომელიც თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნის შემდეგ დატოვებს, ნათია თურნავაა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე თურნავას ივანე მაჭავარიანი შეცვლის, რომელიც ახლა ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა, ხოლო მმართველმა გუნდმა ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.