logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ოცნება მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის მოქალაქეებს 50 ლარს უხდის

25 ოქტ 202120:24
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, 27 ოქტომბერს დაგეგმილ მმართველი პარტიის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის, ქართული ოცნება მოქალაქეებს 40-50 ლარს უხდის. ეს ინფორმაცია ფორმულას ლაგოდეხის სოფელ კაბალის მცხოვრებლებმა დაადასტურეს. 

ფორმულას ჟურნალისტს, რომელმაც მათ ადგილობრივი შტაბის სახელით დაურეკა, უთხრეს, რომ შტაბიდან დაევალათ ტრანსპორტის ორგანიზება დედაქალაქში ხალხის წამოსაყვანად. მათ შტაბიდან დაპირებაც მიიღეს, რომ ტრანსპორტისა და აქციაში მონაწილეობის საფასურს, ქართული ოცნება გადაიხდის. 

ოპოზიციის ფართომასშტაბიანი აქციის შემდეგ, ქართული ოცნება რომ კონტრაქციისთვის ემზადება. ინფორმაცია პირველად ფორმულამ გაავრცელა. ჩვენი ინფორმაციით, საგანგებო შეხვედრაზე, ქართული ოცნების ოფისში, მითითებების მისაცემად, პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიბარეს. საგანგებო კონსულტაციებში მონაწილეობდა მოქმედი მერი და ოცნების მერობის კანდიდატი კახა კალაძეც

ერთი კვირის წინ მმართველი პარტიის წევრები აქციის გამართვას უარყოფდნენ, თუმცა დღეს აქცია ოფიციალურად დააანონსეს.

ქართულმა ოცნებამ კონტრაქციისთვის მზადება მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალი აქცია გამართა.

 
 
 

 


close დახურვა