logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა

02 აპრ 202015:03
3 წუთის საკითხავი
 
nu1enn8anm1ntdp.jpg

რუსთავის საკრებულოს დეპუტატის დედას კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას „ფორმულას“ წყარო აწვდის.

წყაროს ცნობითვე, დეპუტატიც თბილისშია გადაყვანილი და მასაც უტარდება შემოწმება. დეპუტატი პარასკევს საკრებულოს სხდომას ესწრებოდა.

ამ დროისთვის საქართველოში კოროანვირუსი 130 პირს დაუდასტურდა. აქედან, 26 პაციენტი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 550 პირი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 281 პაციენტი. 

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. 

კორონავირუსი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯერჯერობით ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ქვეყანაში უკვე დაფიქსირებული შიდა გადაცემის ფაქტები. 


close დახურვა