logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებას გეგმავს

20 მარ 202223:09
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივებას გეგმავს
ვახო ქარელი/ფორმულა

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება გეგმავს, უახლოეს დღეებში პარლამენტში შეიტანოს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს, გარკვეული მასშტაბის და ღირებულების ქონების შეძენასთან ერთად.

ფორმულას მაყურებელმა ამის შესახებ გადაცემა დროებიდან შეიტყო. ტელეკომპანია დეტალებს არკვევს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს არაერთმა ქვეყანამ სანქციები დაუწესა. სანქციების თავიდან არიდების მიზნით მოქალაქეების ნაწილი ქვეყანას ტოვებს და თავს სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს აფარებს.


close დახურვა