logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვია

08 სექ 202119:57
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის რაფაელ მურსაკულოვია. ის გოგებაშვილის ქუჩაზე შანაი ბრუკის მეზობლად ცხოვრობდა.

ფორმულას ინფორმაციითვე, ის 30 ივლისს, შანაი ბრუკს დაყაჩაღების მიზნით  დაესხა თავს. სავარაუდოდ, მურსაკულოვს ძვირადღირებული ტელეფონის წართმევა სურდა.

​შსს-ში დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვეს, რომ საქმე გახსნილია და ბრალდებული დაკავებულია, თუმცა მისი ვინაობა არ დააკონკრეტეს და არც მკვლელობის მოტივზე ისაუბრეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

შანაე ბრუკი 30 ივლისს, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაუჩინარდა. მისი ცხედარი მეორე დღეს, 31 ივლისს იპოვეს. ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა, დანაშაულის ადგილზე კი დანა იპოვეს.


close დახურვა