logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტ, ცირა ჟვანიას მოსამართლემ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

21 ოქტ 202520:25
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/21/ppwg1kxlpt1q3k3.jpg

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტ ცირა ჟვანიას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

ჟურნალისტი "ოცნების" პოლიციამ დღეს დააკავა.

ქართული ოცნების პოლიციას დაკავებული ჰყავს ფორმულას კიდევ ორი ჟურნალისტი და წამყვანი - ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, გზის გადაკეტვის საბაბით. ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი, ქეთა ციცქიშვილს - 5.


close დახურვა